The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო კორძაძე

გიზო კორძაძე
ოფიციალური სახელი:გაიოზ კორძაძე
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1938
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2016  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1966 წელს. 

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1966-1969წწ. პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მასწავლებელი, 1969 წლიდან საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N8 დიდუბის საარჩევნო ოლქიდან, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პარტია "ტრადიციონალისტთა გაერთიანება", საარჩევნო ფორმა: პარტიული. ეროვნული მოძრაობის აქტივისტი, დისიდენტური მოძრაობის მონაწილე, თურქოლოგი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.213

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: