Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ხაზარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1957 წელს. 1958-1959წწ. მე-7 რაიონის ექსპედიცია, სსრკ გეოლოგიისა და წიაღისეულთა დაცვის სამინისტროს მე-4 გეოლოგიური სამმართველო, ინჟინერ-გეოლოგი; 1959-1974წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1984წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1993წწ. გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1993-2001წწ. პალეოგეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1984-2006წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-2005წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2001-2006წწ. მეოთხეული გეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 2006-2015წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება; 2015-2017წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება; 2018 წლიდან - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება. 1956 წლიდან ეწევა ალპინისტურ საქმიანობას. დაპყრობილი აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების მრავალი მწვერვალი; არის სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები: საქართველოსა და მიმდებარე რეგიონების გეოგრაფიული გარემოს წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებანი; საქართველოს მეოთხეული ნალექების გენეზისი და სედიმენტაციის პირობები პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციით; საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, უცხო ენებზეც. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ოქროს მედალი (2006). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. ენგურის აუზის რელიეფი, კონტინენტური ნაფენები და პლეისოცენური გამყინვარება", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიონის პლეისოცენური გამყინვარება", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.301-302; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |