The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზორბეგ ებრალიძე

ზორბეგ ებრალიძე
Date of birth:20 September, 1944  (80 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1956 წელს ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ იოსებ ჟორდანიას ხელმძღვანელობით; 1963–1964წწ. ლანჩხუთის "გურიას", 1965–1970წწ. კი ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში ასპარეზობს, სადაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 139 შეხვედრაში იცავს ამ კლუბის ღირსებას; 1971 წლიდან თბილისის "დინამოშია". იმავე წელს "დინამოს" მაისურით ქვეყნის პირველობის 20 შეხვედრაში გამოდის საფეხბურთო მინდორზე და საკავშირო თასის გათამაშების სამ მატჩშიც იღებს მონაწილეობას. გუნდთან ერთად თავის სადებიუტო სეზონშივე საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ხდება. მომდევნო წელს ჩემპიონატის თხუთმეტ, ხოლო თასის გათამაშების სამ მატჩში იცავს თბილისელთა ღირსებას და კიდევ ერთხელ ეუფლება ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს; მან თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 131 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა; ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში "დინამოს" ღირსება 10 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან სამი შეხვედრა - თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 - უეფა-ს თასის გათამაშებაში. ორი მატჩის გარდა, მან ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა; თამაშობდა მცველის პოზიციაზე; იცავდა ლანჩხუთის "გურიას", ქუთაისის "ტორპედოს" და თბილისის "დინამოს" ღირსებას; არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972, 1976), კარაველას თასითასის (1973) და საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976). ფეხბურთელი და მწვრთნელი.

წყარო: fcdinamo.gefootballfacts.ruწიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.28

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1966 - სსრკ სპორტის ოსტატი

Share: