The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ოძელაშვილი

დავით ოძელაშვილი
სხვა სახელი:ოძელა
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1974
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 2002  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა 21-ე მუსიკალური სასწავლებელი; მე-5 მუსიკალური ტექნიკუმი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია; მოცარტის აკადემია.
1999 წლიდან იყო ჯაზ-კვარტეტის "თბილისის" წევრი (ფლეიტა); მისი თანამშრომლობა ოთარ მაღრაძესთან დაიწყო 1998 წლიდან ალმბომზე მუშაობის დროს, სადაც მათ ერთად ორი კომპოზიცია ჩაწერეს - "თათრის მოედანი" და "გურული ჩანახატები"; ჯგუფში ვალერი ფაილოძის შემოერთებამდე ოძელა ტრიოში მონაწილეობს ზაარბრიუკენის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ მუსიკალურ ფესტივალში, სადაც სპეციალური მედლით დაჯილდოვდნენ წარმატებული შესრულებისთვის; ჯაზ-კვარტეტთან ერთად გამოდის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე ნანტში 2000 წლის სექტემბერში და თბილისში იმავე წელს გამართულ ჯეოსელის ჯაზ-ფესტივალში; გარდაიცვალა ქ. ვენაში.
ოძელა ავსტრიაში საქართველოს კულტურის დღეებში მონაწილეობდა.

წყარო: shop.geguchadze.comjazz-tbilisi.chat.ru


გააზიარე: