Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ჯანელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება 1970 წელს. 1963 წლიდან იყო რუსთავის სამუსიკო სკოლისა და სასწავლებლის პედაგოგი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი, სალიბაურის სკოლა-ინტერნატის პედაგოგი, თბილისის ორთაჭალის რაიონის განათლების გამყოფილების მეთოდისტი, საქართველოს კამერული გუნდის მთავარი ქორმეისტერი; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი რუსთავის №47 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 620 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |