The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიტოვი

ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიტოვი
Date of birth:25 February, 1937
Date of death:February, 2018  (at 80 years)
Burial location:ბათუმი
Category:Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი გემთწამყვანის სპეციალობით 1958 წელს; ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი 1967 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი 1983 წელს.

სასწავლებლის დამთავრებისთანავე განაწილებით ოდესის შავი ზღვის სახელმწიფო სანაოსნოში მოხვდა; ცურვა ტანკერ - «Станислав»-ზე დაიწყო მატროსად და იქვე გახდა კაპიტნის მეოთხე თანაშემწე; 1959 წელს ანტარქტიდის ვეშაპთმჭერ ფლოტილიას შეუერთდა და 1964 წლამდე ვეშაპმჭერ გემ «Дивный»-ს კაპიტნის თანაშემწედ, მოგვიანებით კი უფროს თანაშემწედ ცურავდა; 1964 წელს, უკვე გამოცდილი შტურმანი ოდესაში ბრუნდება და ცურვას შავი ზღვის სანაოსნოს ტანკერებზე «Станислав»-ზე და «Грозный»-ზე განაგრძობს. აქვე ხდება იგი კაპიტნის მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწე; 1967 წელს, კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში ფინეთში აგებული ახალი ტანკერის -«Актау»-ს მიღებაზე იმყოფება, რომელიც 1967 წელსვე ბათუმში ახლადგახსნილ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გადმოეცა. მას შემდეგ ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიტოვი უკვე შორეული ნაოსნობის კაპიტნად საქართველოს საზღვაო სანაოსნოში საქმიანობს ტანკერებზე: «Маштаги», «Анаклия», «Аспиндза», «Адигени», «Ахалцихе», «Зугдиди», «Клайпеда»,«Фридрих Энгельс», «Тбилиси» და «Маршал Геловани». 1972-1975 წწ. საქმიანობას სანაპირო სამსახურში განაგრძობს - კაპიტან-დამრიგებლად; 1976 წელს სწორედ მას ერგო პროფესიული პატივი გამგზავრებულიყო ხორვატეთში და სპლიტის გემთსაშენ "Split Shipyard"-ში მიეღო და ექსპლუატაციაში გაეშვა საქართველოს სანაოსნოსათვის აგებული ახალი ხომალდი, ტანკერი «Кутаиси». გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოცდილ კაპიტანს არაერთი უცხოური სანაოსნო  კომპანიის ტანკერსა და სუპერტანკერზეც მოუწია საქმიანობა. 1998 წელს კი იგი საბოლოოდ დაუბრუნდა ნაპირს, ჯერ  ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის მოადგილის პოზიციაზე, 2008 წლიდან კი სახელმწიფო საზღვაო კონტროლის სამსახურში. ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიტოვი გარდაცვალებამდე ბათუმის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ "ა ნ რ ი"-ში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემდა მომავალ თაობას. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

Member of Organizations

  • საზღვაო კაპიტანთა საერთაშორისო ასოციაცია (IFSMA), წევრი (2003-2018)

Share: