The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ხარატიშვილი

მერაბ ხარატიშვილი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1941
გარდაცვ. თარიღი:6 ივლისი, 1996  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადებისა ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1963 წელს.

1968 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე. შემდეგ ამავე კათედრის გამგე იყო. არის 46 სამეცნიერო შრომის ავტორი. ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების ანალიზის გზით გამოიკვლია საქართველოს ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიული პრობლემები. ლანდშაფტები შეფასებულია ბუნებრივი პირობებისა და რესურსების რაციონალური გამოყენების პოტენციური შესაძლებლობების თვალსაზრისით. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი ტერიტორიის ლანდშაფტური ანალიზი სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • განათლების სამინისტროს გეოგრაფიის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო, წევრი
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის საიუბილეო მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: