შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ხარატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადებისა ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1963 წელს. 1968 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე. შემდეგ ამავე კათედრის გამგე იყო. არის 46 სამეცნიერო შრომის ავტორი. ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების ანალიზის გზით გამოიკვლია საქართველოს ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიული პრობლემები. ლანდშაფტები შეფასებულია ბუნებრივი პირობებისა და რესურსების რაციონალური გამოყენების პოტენციური შესაძლებლობების თვალსაზრისით. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი ტერიტორიის ლანდშაფტური ანალიზი სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.303 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |