Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამა ვიტალი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ეკატერინოვკა, კრასნოდარის მხარე (რუსეთი). 1948 წელს ვიტალი სიდორენკო გაემგზავრა სამების სერგიევის ლავრში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიხსნა. აქ იგი მონაწილეობას იღებდა ლავრის აღმშენებლობაში. ბერებმა მას გლინის უდაბნოში გამგზავრება ურჩიეს, იგი გლინის უდაბნოში გადავიდა მორჩილად. აქ მის სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობდენ სქიმარქიმანდრიტი სერაფიმე (ამელინი), სქიმიღუმენი ანდრონიკი (ლუკაში) და მღვდელმონაზონი სერაფიმე (რომანცოვი). გლინის უდაბნო ხელმეორედ 1961 წელს დაიხურა. მამა ვიტალი ერთი პერიოდი ტაგანროგში გადავიდა საცხოვრებლად, შემდგომ კი მოგზაურობა დაიწყო რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. მამა სერაფიმეს კურთხევით მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაამგზავრეს. აფხაზეთის მთებში მოსაგრე ბერებს ძლიერ შეუყვარდათ ახალგაზრდა ბერი. 1969 წელს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტებმა შვეულმფრენიდან მოიძიეს ბერთა ადგილსამყოფელი და სპეცოპერაციის შედეგად ყველანი დააპატიმრეს. ბერი ვიტალი იმ დროს სხვაგან იმყოფებოდა და დაპატიმრებას გადაურჩა. მამა სერაფიმემ გადაწყვიტა მამა ვიტალი თბილისში, წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში გაემგზავრებინა, სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდა მეუფე ზინობი. მამა ვიტალის ძლიერ უყვარდა ქართული ღვთისმსახურება, გალობა და დიდად აფასებდა ქართველ წმინდანებს. მას ძლიერ უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება. 1970 წელს მამა ვიტალის რუსეთიდან სტუმრები ეწვივნენ და სთხოვეს ტაძრის აღდგენაში დახმარება. მეუფე ზინობის კურთხევით მამა ვიტალი რუსეთში, ლიპეცკის ოლქის სოფელ ბუდრინოს ამაღლების ტაძრის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. 1979 წელს მამა ვიტალი მოსკოვის სამების სერგიევის ლავრაში გადავიდა, სადაც ორი წელი მოღვაწეობდა. ამ პერიოდიდან ხდება ცნობილი მამა ვიტალის სახელი. მასთან სულიერი რჩევის მისაღებად მრავალი ადამიანი მიდიოდა. მამა ვიტალი 80-იან წლებში ისევ დაბრუნდა სააქართველოში. მისთვის საქართველო ყოველთვის "წმინდა ივერია" იყო. 1992 წლის 5 დეკემბერს მისი უწმიდესობის კურთხევით მამა ვიტალი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებდა. მართლმადიდებელი ეკლესიის სქიმარქიმანდრიტი. წყარო: orthodoxy.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |