The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თომა ხარჩილავა

თომა ხარჩილავა
Date of birth:17 January, 1906
Date of death:24 February, 1972  (at 66 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯგალი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1932 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში; 1933 წელს დანიშნეს წალენჯიხის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად; 1934 წელს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში ბრუნდება და მივლინებულ იქნა ქ. მოსკოვში ერთწლიან სინოპტიკურ კურსებზე; 1934-1941წწ. მუშაობდა საქართველოს ბათუმის ჰიდრომეტგანყოფილებაში ჯერ სინოპტიკოსად, შემდეგ უფროსად; 1941 წელს გადაიყვანეს სომხეთში სამუშაოდ; 1945 წელს ბრუნდება თბილისში და 1950-1953წწ. თბილისის ამინდის ბიუროს უფროსი ინჟინერ-სინოპტიკოსია; 1953-1956წწ. გრძელვადიანი პროგნოზების ჯგუფის უფროსი; 1956-1957წწ. თბილისის ამინდის ბიუროს უფროსი; 1957-1970წწ. ამიერკავკასიის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიურ კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა; 1970 წლიდან დაბრუნდა ამინდის ბიუროს გრძელვადიან განყოფილებაში. ეწეოდა სამეცნიერო სამუშოს. იკვლევდა თავსხმა ნალექების, ჭექა-ქუხილის, სეტყვის მოვლენების, ტემპერატურისა და ნალექების კლიმატურ და აეროსინოპტიკურ პირობებს, ამუშავებდა ამ მოვლენების პროგნოზების მეთოდიკას. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უხვი ნალექები დასავლეთ საქართველოში". დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰაერის ტემპერატურის, სიცივისა და სითბოს ტალღების და ატმოსფერული ნალექების თვიური ჯამის პროგნოზირების მეთოდი ამიერკავკასიაში და დაღესტნის ასსრ", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.305-306


Share: