Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ხელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ნიკოლაევი, უკრაინა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1980 წელს. 1981-1983წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში, მსოფლიო მეურნეობის გეოგრაფიის განყოფილებაში პროფესორ ვენიამინ გოხმანის ხელმძღვანელობით. 1985-1993წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე. ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა და ლექციებს კითხულობდა ოკლაჰომის და მიჩიგანის (აშშ) უნივერსიტეტებში, სვანსის (უელსი, ინგლისი) უნივერსიტეტში; 1993-1996წწ. მუშაობდა აშშ-ის საელჩოში (თბილისი) კონსულტანტად კომერციის საკითხებში; 1996 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1997-2001წწ. მუშაობდა აშშ-ში საქართველოს საელჩოში ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე; 2000 წელს გაიარა უმაღლესი მენეჯმენტის კურსი ჰარვარდის (აშშ) ბიზნეს სკოლაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ტურიზმის საკითხებზე, მათ შორის, სახელმძღვანელო. 2016 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უცხოური ტურიზმის რეკრეაციული რესურსების შეფასების პრინციპები და მეთოდები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.307; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: gnta.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |