შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსის ფანჩულიძევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პიატიგორსკი, რუსეთის იმპერია. ნიდერლანდებიდან მელბურნის 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ერთადერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ეს იყო 68 წლის ქართული წარმოშობის გადამდგარი პოლკოვნიკი ალექსის ფანჩულიძევი (ალექსი ფანჩულიძე). მან ამ ოლიმპიადაზე ცხენის გაწვრთნაში იასპარეზა და 36 მონაწილეს შორის 28-ე ადგილი დაიკავა. აგრეთვე წარმოადგენდა რუსეთის იმპერიას 1912 წლის სტოკჰოლმის ოლიმპიადაზე მეორე ქართველ მხედართან - სპირიდონ ჭავჭავაძესთან ერთად, თუმცა, ისინი სათადარიგო მხედრები იყვნენ და ასპარეზზე არ გამოსულან.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |