The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაალ ხელაძე

ზაალ ხელაძე
Date of birth:20 April, 1963  (62 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1986 წელს.

მუშაობა დაიწყო მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მის სადისერტაციო ნაშრომში გამოკვლეულია ძირითადი კლიმატური ელემენტების ემპირიულ განაწილებათა მაღალი რიგის მომენტები - დისპერსია, ასიმეტრია და ექსცესი; აგებულია მათი სივრცითი განაწილების ველები და გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილებების ძირითადი კანონზომიერებანი; მოცემულია რეკომენდაციები კლიმატური ელემენტების ემპირიულ განაწილებათა თეორიული ფუნქციებით აპროქსიმაციისათვის. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლიმატური მახასიათებლების ემპირიულ განაწილებათა სტატისტიკური თვისებები საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.307


Share: