შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ხელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1973 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრაზე, შემდეგ მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკისა და ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის სამეცნიერო შრომებში განხილულია კლიმატური ველების მოდელირება მთიანი რაიონებისთვის მეტეოსადგურებით იშვიათი ქსელის შემთხვევაში, თეორიული მიდგომის საფუძვლები და გამოკვლევის მეთოდები. დაამუშავა მეტეოროლოგიური სადგურების, ობიექტური კლასიფიკაციის მეთოდიკა ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. გამოავლინა რელიეფის გავლენის მექანიზმი კლიმატური ველების ფორმირებაზე სინოპტიკური პროცესების გათვალისწინებით; დაამუშავა კლიმატური ველების მეთემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების მეთოდები. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლიმატური ველების მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირება რელიეფის მორფომეტრული ფაქტორების გათვალისწინებით კავკასიონის სამხრეთ ფერდობისათვის (საქართველოს ფარგლებში)", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.308
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |