შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. 1989–1992წწ. თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ჩატარებულ 96 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა; 2002–2003წწ. მწვრთნელად მუშაობდა თბილისის "დინამოს" აკადემიაში; 2003–2004წწ. წვრთნიდა თბილისის "ლოკომოტივს", ხოლო 2006 წელს სამუშაოდ გადავიდა თბილისის "დინამოში", სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტი 2009 წლის მარტში დაიკავა, პოსტიდან რაინერ ცობელის გათავისუფლების შემდეგ; 2010 წლის ნოემბერში მან პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა; მაგრამ მალევე, დინამოს ახალმა პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდში დააბრუნა; საბოლოოდ, 2011 წლის ივნისში, კაჭარავა ალექს გარსიამ შეცვალა; მას შემდეგ მოღვაწეობდა "ზესტაფონსა" და საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, 2013-2017წწ. ცხინვალის "სპარტაკის" მწვრთნელი იყო; 2017-2018წწ. ნოემბრამდე კვლავ თბილისის "დინამოს" ედგა სათავეში; 2019 წლიდან ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელია; თამაშობდა თავდამსხმელისა და ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა საქართველოს, კვიპროსის, თურქეთის, გერმანიის საფეხბურთო კლუბებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. ფეხბურთელი და მწვრთნელი. წყარო: sportall.ge; transfermarkt.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |