The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნარგიზი ხიდაშელი

ნარგიზი ხიდაშელი
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მყარი ტანის სპეციალობით 1965 წელს.

1965-1970წწ. მუშაობდა ზონალურ სამეცნიერო-საპროექტო კვლევით ინსტიტუტში; 1970 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია სამშენებლო კლიმატოლოგიის აქტუალური საკითხები - სხვადასხვა დახრილობის ზედაპირზე მოსული პირდაპირი, გაბნეული და ჯამური რადიაციის გამოთვლა, ჰორიზონტის სხვადასხვა დახურულობის დროს, განათებულობისა და ატმოსფეროს გამჭვირვალობის შეფასება და სხვ. მუშაობს აქტინომეტრიასა და ატმოსფეროს ეკოლოგიაში. იკვლევს ატმოსფეროში აეროზოლების დაგროვების მეტეოროლოგიურ პირობებსა და ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მეტეოპირობებზე გავლენას მათი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რადიაციული რეჟიმის (ენერგეტიკული, ულტრაიისფერი და განათებულობის) შეფასება რთული რელიეფის პირობებში, ქ. თბილისის მაგალითზე", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.309

ბიბლიოგრაფია

  • ღრუბლების მიკროფიზიკა : ლექციების კურსი მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ატმოსფეროს ფიზიკის სპეც. სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985. - 139გვ.

გააზიარე: