| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ხიტალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არანისი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფის სპეციალობით 1961 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად; 1982 წლიდან უფროსი მასწავლებელია; 1966-1969წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ზოგადი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. მისი სამეცნიერო ინტერესები განისაზღვრებოდა მდ. არაგვის აუზის მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემოსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების კვლევებით, რომელთაც მიუძღვნა 30-მე სამეცნიერო ნაშრომი; მუშაობდა საქართველოს ნაკრძალების ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ პრობლემებზე; შეადგინა კავკასიის ოროჰიდროგრაფიული რუკა 2,5 მლნ მასშტაბში, დანართით "კავკასიის გეოგრაფიული ცნობარი (2003). მუშაობდა კავკასიის ფიზიკური გეოგრაფიის სალექციო კურსის შედგენაზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს საპატიო სიგელი (1982). უფროსი მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.309; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი, გვ. 11: dspace.nplg.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

