The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კოხრეიძე

გიორგი კოხრეიძე
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს.

1995-1999წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ინვალიდთა ლიგის" თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2014 წწ. ტელეკომპანია "202"-ის დირექტორი; 2014-2018 წწ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; 2019 წლის 22 ნოემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი. მიღებბული აქვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდო - "მეგობრობის ორდენი" (1995).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 216

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "ინვალიდთა ლიგა", დამფუძნებელი, თავმჯდომარის მოადგილე (1995-)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიუოლი რეფორმებისათვის", წევრი (2001-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2000)

გააზიარე: