შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ხმალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1956 წელს; 1959-1962წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის ასისტენტად; 1993 წლიდან პროფესორი; 1986-2003წწ. არჩეული იყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. უნივერსიტეტში საქართველოს გეოგრაფიის კათედრის შექმნის და სამხედრო გეოგრაფიის კურსის შემოღების ინიციატორი. გამოქვეყნებული აქვს 127 სამეცნიერო ნაშრომი. მისი მეცნიერული ინეტერესის სფეროა ჰიდროფიზიკის, მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი, მათი რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა და კალაპოტის პროცესების პროგნოზირება. პროფესორი (1993). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა თერმული და ყინულოვანი რეჟიმის ფორმირების კანონზომიერებანი", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.311; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.252 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |