Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჯოჯუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ფეხბურთის თამაშს იწყებს 1944 წელს, თბილისის "შრომითი რეზერვების" გუნდში. იმავე წელს მოსკოვში "შრომითი რეზერვების" პირველობაზე იწვევენ, სადაც გუნდთან ერთად პირველი ადგილის დაკავების შემდეგ იქვე ტოვებენ და მომდევნო სეზონს მოსკოვის "შრომითი რეზერვების" გუნდში აგრძელებს თამაშს. მოსკოვშივე ამთავრებს მუსიკალურ ტექნიკუმს; 1945 წლიდან მოსკოვის "კრილია სოვეტოვში" გადადის, სადაც მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას თამაშობს; 1949 წლიდან თბილისის "დინამოშია". გუნდის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავს, რა დროსაც საკავშირო პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ხდება; თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 79 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. ამას გარდა, საკავშირო თასის გათამაშების 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ აიღო მეტოქეთა კარი; საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მოღვაწეობდა კულტურის სფეროში. მუშაობდა მინიატურების და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორად, ფუნიკულიორის დირექტორად, კინომსახიობთა თეატრის დირექტორად, მუსკომედიის თეატრის დირექტორად, "მეგობრობის თეატრის" დირექტორად. გადაღებულია ქეთი დოლიძის მხატვრულ ფილმში "მარტოხელა მონადირე"(1989); 1951 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; სსრ კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ( 1950, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში), სსრ კავშირის ჩემპიონატი, მეორე ადგილი, ვიცე-ჩემპიონი (1951), სსრ კავშირის ჩემპიონატი, მეორე ადგილი (1953). ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის და ნახევარმცველის პოზიციაზე. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |