შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხომერიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1973 წელს. 2009 წლიდან - IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის დოქტორანტურა. სადოქტორო პროგრამა: პოლიტიკური მეცნიერებები (საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთხოება). 1974-1982წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1982-1989წწ. - თბილისის ისტორიის მუზეუმი, განყოფილების გამგე; 1995-1996წწ. - თბილისის ბიზნესის დაწყებითი სკოლა, დირექტორი; 1989-1993წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სასწავლო ნაწილის გამგე; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის გამგის მოადგილე; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის გამგე; 1996-2006წწ. - ESM-თბილისი, უმაღლესი სასწავლებელი, გეოპოლიტიკის კურსის ხელმძღვანელი; 2006-2007წწ. - მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი, საზოგადოებრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2007-2011წწ. - IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი; საგამოცდო ცენტრის დირექტორი; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2011 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება, მეცნიერი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა ნაწილი ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური გეოგრაფიის საკითხებს. სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს პოლიტიკური გეოგრაფია, გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, მსოფლიო ეკონომიკა. ეკონომ-გეოგრაფი, პროფესორი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.312; ვახუშტი ბატრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |