The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ხომერიკი

ირაკლი ხომერიკი
Date of birth:22 September, 1936  (88 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1960 წელს.

1960-1986წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, წყალსამეურნეო ანგარიშების სექტორის ხელმძღვანელად; 1986 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიის კათედრის პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1994 წლიდან არის საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის ოკეანოგრაფიული კომიტეტის თავმჯდომარე; 1997 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკეანოლოგიური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი (იუნესკო); 1992 წლიდან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი; მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ჰიდროლოგიური პრობლემების კოორდინატორი საქართველოში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1989).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მარეგულირებელი წყალსაცავის მრავალწლიური მოცულობის ანგარიში ჩანადენის ციკლური რყევების გათვალისწინებით", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გაუმდინარი ზღვების დონეთა რეჟიმი (ანალიზი, კანონზომიერებანი, პროგნოზი)", დაიცვა 1981 წელს (ლენინგრადის სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.312-313; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: