შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1941-1962წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, დირექტორად; 1959 წელს მუშაობა დაიწყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. კითხულობდა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო მუშაობის თემატიკა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკას ეკუთვნის. მუშაობდა აგრეთვე ბუნებისმცოდნეობის სწავლების საკითხებზე. იყო ჟურნალ "სკოლა და ცხოვრების" დამატების - "ისტორია და გეოგრაფია სკოლაში" რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი. შეადგინა დაკვირვების დღიურები II და IV კლასებისათვის. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მათემატიკური გეოგრაფიის ელემენტების სწავლება საშუალო სკოლაში", დაიცვა 1961 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.313-314 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |