The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ხუნჯუა

გრიგოლ ხუნჯუა
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1895
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1983  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის მუშფაკი გეოდეზია-ტოპოგრაფიის სპეციალობით 1920 წელს.

1924 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადგეოგრაფიის და ანთროპოლოგიის კათედრაზე კარტოგრაფის თანამდებობაზე; 1924-1928წწ. მუშაობდა კარტოგრაფიის ინსტიტუტში; 1930 წლიდან ჩაება სახალხო მეურნეობის დარგების განვითარების ღონისძიებებში. ასრულებდა ხიდების და რკინიგზების გეოდეზიური უზრუნველყოფის სამუშაოებს. მისი ხელმძღვანელობით ხიდები აშენდა მდ. მტკვარზე (კვათისხევთან), მდ. ალაზანზე (ველისციხესთან). 1939 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სატრანსპორტო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე. იმავე ინსტიტუტში ომის პერიოდში არჩეულ იქნა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, შემდეგ კი გეოდეზიისა და მარკშაიდერის კათედრის გამგედ; 1960 წლიდან სამუშაოდ გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიის კაბინეტში დოცენტის თანამდებობაზე; 1973 წლიდან - ახლადგახსნილ კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის დოცენტად, სადაც კითხულობდა ლექციებს ტოპოგრაფია-გეოდეზიის საფუძვლებში და უმაღლეს გეოდეზიაში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, მათ შორის, სახელმძღვანელოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1939).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მრუდზე ასაშენებელი ხიდების დაკვალვისა და დაგეგმარების საკითხისათვის", დაიცვა 1939 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.314

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: