შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად მათოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არალი, ადიგენის რაიონი. დაამთავრა თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 2005 წელს; საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურა, სპეციალობა – კარდიოლოგია 2009 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დოქტორანტურის პროგრამა, მედიცინის აკადემიური დოქტორი 2015 წელს; 2010-2016წწ. გაიარა სხვადასხვა ტრენინგი ევროპის ქვეყნებში არითმოლოგიის მიმართულებით; 2015–2016წწ. ევროპის გულის რიტმის ასოციაციის აბლაციების ერთწლიანი ტრენინგი შვედეთში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში. იყო ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სტიპენდიანტი (2015), "პერსონა 2017" (2017, მილანი). 2009-2019წწ. არის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის არითმიების განყოფილების ხელმძღვანელი, ასევე არითმიების მართვის ცენტრის "რიტმარტი" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 2019 წლიდან მუშაობს ნიუ ჰოსპიტალში; 2018 წელს გახდა სამედიცინო პორტალ VIPMED.ge-ს მიერ ორგანიზებული ინტერნეტკონკურსის "წლის რჩეული ექიმი-2018"-ის გამარჯვებული; ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარა არითმიების კრიოაბლაცია; არის ევროპის გულის რითმის ასოციაციის (EHRA) მიერ პირველი და ერთადერთი სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი (ოთხივე სერტიფიკატი), როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში; 2009 წელს მიღებული აქვს კარდიოლოგის სერთიფიკატი – გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა; 2015 წელს სუბსპეციალობის მოწმობა; 2012 წელს მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი; 2017 წელს ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი (EHRA certified electrophysiology specialist level 1 & level 2 (ECES level 1-2) and EHRA certified cardiac device specialist level 1 and level 2 (ECDS level 1-2); კარდიოლოგი და არითმოლოგი. წყარო: ჯორჯია მედიქალ პორტალი: vipmed.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |