შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარი ხუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძეგვი, მცხეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1968 წელს; 1968-1971წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1971-1976წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლის თანამდებობაზე; 1976-1981წწ. სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1987წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ კომისიაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კეთედრის დოცენტი. პარალელურად, 1987-1991წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე, კითხულობდა ლექციებს. გამოქვეყნებული აქვს 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ისინი ძირითადად ეხება თბილისის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ და გარემოს დაცვის სოციალურ საკითხებს. მუშაობს პროგრამებზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. თბილისის ეკოლოგიური სიტუაციის ფორმირების გეოგრაფიული ფაქტორები", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.314-315 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |