შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ხუხუნაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო მცხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში; 1963-1964წწ. მუშაობდა გეოგრაფიის მასწავლებლად მცხეთის რვაწლიან რუსულ სკოლაში; 1964-1967წწ. მცხეთის რაიონის პიონერთა სახლში; 1971 წლიდან - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის, მონაწილეობდა 3 კოლექტიურ მონოგრაფიაში. მუშაობს საქართველოს სოციალური ინსფრასტრუქტურის, კერძოდ, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საკითხებზე. ეკონომ-გეოგრაფი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.315-316
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |