The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ მაქაცარია

თენგიზ მაქაცარია
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1968  (39 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაო სანაოსნო სასწავლებელი 1950; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1955 წელს.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა  ჯერ შორეული აღმოსავლეთის საზღვაო სანაოსნოს გემებზე:«ბაქოზე, «იაკუტიაზე» და «კლიაზმაზე», 1953 წლიდან კი საქმიანობა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემებზე: «მარშალ ტოლბუხინზე», «ჩეხოვზე» და «ადმირალ უშაკოვზე» განაგრძო. 1961 წელს, სრულიად 32 წლის ასაკში ლეგენდარული ელიზბარ გოგიტიძისაგან მან სამგზავრო ლაინერი - «ГРУЗИЯ» -ს მეთაურობა გადმოიბარა, რომლის ეკიპაჟსაც კაპიტანი მაქაცარია სიცოცხლის ბოლომდე მეთაურობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.comსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.580; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.580


გააზიარე: