The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნაკაშიძე

ალექსანდრე ნაკაშიძე
დაბადების თარიღი:1837
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 1905  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკოეს სასაფლაო, პეტერბურგი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

წარმოშობით იყო ნაკაშიძეების თავადური საგვარეულოდან; იგი სამხედრო სამსახურში შევიდა 1853 წლის 16 ოქტომბერს, როგორც მოხალისე; თავიდანვე თავადი ნაკაშიძე მონაწილეობდა მთიელთა წინააღმდეგ ლაშქრობებში. იგი ყირიმის ომის დროს იბრძოდა თურქების წინააღმდეგ; 1857 წლის 11 სექტემბერს დაინიშნა სამეგრელოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად; 1862 წლის 7 იანვარს გადაყვანილ იქნა ქუთაისის გენერალური გუბერნატორის ადიუტანტის პოსტზე , იმავე წლის 10 დეკემბერს იგი დაწინაურდა შტაბის კაპიტნად; 1863 წლის 6 ივნისს დაინიშნა კავკასიის არმიის შტაბის უფროსის ადიუტანტად და გენერალ ნ. ი. ევდოკიმოვის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო მუჰამედ-ამინის წინააღმდეგ ლაშქრობაში, რომელმაც დაასრულა დასავლეთ კავკასიის დაპყრობა; 1865 წელს კაპიტნად დააწინაურეს; 1867 წლის 16 აპრილს ნაკაშიძეს ეწოდა გვარდიის შტაბის კაპიტანი და დაინიშნა კავკასიის არმიაში; 1870 წლის 30 აგვისტოს , მისთვის დაკისრებული ბრძანებების შესანიშნავად შესრულებისთვის, იგი დააწინაურეს გვარდიის კაპიტნად, ხოლო 1872 წლის 20 სექტემბერს მიიღო პოლკოვნიკის წოდება; 1875 წლის 30 მარტს დაინიშნა ავარის რაიონის ხელმძღვანელად; 1877 წელს როდესაც თურქეთთან ომი დაიწყო პრო-თურქულად განწყობილი დაღესტნელების აჯანყება მან აქტიური მონაწილეობით აღკვეთა; 26 აპრილს, მისი მეთაურობით, 25 კაციანი მონადირეების რაზმმა, მდინარე მტკვარი გადაკვეთა სოფელ ურთან ახლოს, დაარბია მთიელები; 1877 წლის 8 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა დასავლეთ დაღესტნის სამხედრო მეთაურად; 1880-1897წწ. ელიზავეტპოლის გუბერნატორი. მიღებული აქვს ლომისა და მზის სპარსული III ხარისხის ორდენი (1874), ოქროს ხმალი წარწერით  "მამაცობისთვის" (1878), ლომისა და მზის სპარსული I ხარისხის ორდენი (1889). გენერალ - ლეიტენანტი (1889). კავკასიის, ყირიმის და რუსეთ-თურქეთის (1877-1878) ომების გმირი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1893 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1888 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1885 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1882 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1880 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1878 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1875 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1864 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1864 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაბთით)
  • 1862 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაბთით)
  • 1855 - წმინდა გიორგის ჯვარი

გააზიარე: