The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დემეტრაძე

გიორგი დემეტრაძე
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

1994 წელს კონტრაქტი გააფორმა თბილისის "დინამოსთან", მას შემდეგ რაც 2 სეზონი გაატარა თელავის "კახეთში"; თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში გახდა უმაღლესი ლიგის ბომბარდირი; 1997 წელს გადავიდა როტერდამის "ფეიენორდში", სადაც ტრავმამ შეზღუდა მისი სათამაშო დრო, ნიდერლანდებში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გადავიდა რუსულ კლუბ ვლადიკავკაზის "ალანიაში", რომელთან ერთადაც 1999 წელს გახდა რუსეთის პრემიერ ლიგის ბომბარდირი; 2000 წელს გადავიდა კიევის "დინამოში" და გახდა უკრაინის ჩემპიონი; 2006 წელს, "რეალ სოსიედადში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა მოსკოვის "ლოკომოტივში", ხოლო მეორე ნახევარი "ალანიაში"; 2003 წელს დაბრუნდა ისევ უკრაინაში და თამაში განაგრძო დონეცკის "მეტალურგში", სადაც 2,5 სეზონი გაატარა, 2005 წლის შუაში იგი გადავიდა "ალანიაში" მესამედ. ალანიის უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების შემდეგ კონტრაქტი გააფორმა თელ-ავივის "მაკაბთან"; 2005 წელს მას მოუწია სამ სხვადასხვაენოვან გუნდში თამაში; 2007 წელს დაბრუნდა უკრაინაში, ამჯერად კიევის "არსენალში". ერთი წლის შემდეგ გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი საფეხბურთო კლუბ "ბაქოსთან". ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი.

წყარო: transfermarkt.co.uklegioner.kulichki.comnational-football-teams.comint.soccerway.com


გააზიარე: