The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ჯანჯღავა

თენგიზ ჯანჯღავა
Date of birth:25 January, 1949
Date of death:26 December, 1998  (at 49 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1971 წელს; 1972-1975წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვარგარეთის ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1976 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად და უფროს მასწავლებლად. ბოლო წლებში მუშაობდა უკრაინაში კონსულის მოადგილედ. სამეცნიერო მუშაობის სფეროს შეადგენდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს რეკრეაციული ბუნებათსარგებლობის და სატრანსპორტო არტერიების (პორტების) გეოგრაფიული ასპექტების შეფასების პრობლემები. 1976-1992წწ. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ იქნა 12 საზღვაო-სამეცნიერო ექსპედიცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში. საზღვაო რეკრეაციისა და შავი ზღვის გეოეკოლოგიური პრობლემების შესახებ გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.324

Member of Organizations

  • იუნესკოსთან არსებული საქართველოს ეროვნული ოკეანოლოგიური კომიტეტი, წევრი (1994-)

Bibliography


Share: