Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიტალი დარასელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. კარიერა დაიწყო 1997 წელს ბათუმის "დინამოში", იმავე წელს გადავიდა უკრაინაში, სადაც 2000 წლამდე ითამაშა კიევის "ცსკა"-ში. კიევში ჩატარებული ცუდი სეზონის შემდეგ, 2001 წელს გადავიდა თბილისის "დინამოში", რომელთან ერთადაც გახდა უმაღლესი ლიგისა და საქართველოს თასის გამარჯვებული; 2004 წლის თებერვალში კონტრაქტი გააფორმა ვლადიკავკაზის "ალანიასთან", სადაც 2 სეზონი გაატარა; 2005–2006წწ. სეზონში დაბრუნდა "დინამოში" და კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა, მაშინ მეორე წრიდან გუნდს სათავეში ხორვატი ივო შუშაკი ჩაუდგა, რომელთან ერთადაც გუნდმა ჩემპიონის ოქროს მედლები დაიბრუნა, მოიგო საქართველოს თასი, 2004 წელს კი თანამეგობრობის თასი; 2006 წლის აგვისტოში გადავიდა ყაზახურ ყარაღანდას "შახტიორში"; 2007 წელს დაბრუნდა საქართველოში და თამაში ბოლნისის "სიონში"განაგრძო; 2007–2008წწ. სეზონში ითამაშა კიშინიოვის "დაჩიაში", 2008 წლიდან კი თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა, 2009 წლის იანვარში ქრონიკული ტრავმის გამო გუნდიდან წავიდა და კარიერაც დაასრულა; ეროვნულ ნაკრებში პირველად 2002 წელს გამოიძახეს, სადაც 2005 წლამდე 10 მატჩის ჩატარება მოასწრო. კარიერის შემდეგ მოსკოვში დასახლდა და ფეხბურთს გასართობად თამაშობდა. 33 წლის ასაკში ფუტსალში რუსეთის ჩემპიონატის მონაწილე მოსკოვის "ტორპედოში" ჩაირიცხა. ოღონდ ეს გუნდი არა კლასიკური, არამედ 8/8-ზე ფუტსალის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი; იგი არის ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ვაჟი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |