შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ ბეთაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1961 წელს; სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა; ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს ტერეშჩენკოს ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი. 1972 წელს იყო მიუნხენში ოლიმპიური თამაშების კომკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1974 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გაგრაში საქალაქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ; 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოში; 1992–1993წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი; აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მას არცერთი დღე არ დაუტოვებია სოხუმი. ის ეხმარებოდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს; როდესაც სოხუმი დაეცა, მას სთხოვდნენ დაეტოვებინა ქალაქი. მისი ბოლო სიტყვები იყო: "მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ". აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მოკლეს აფხაზური სეპარატისტული დაჯგუფების წევრებმა. სახელმწიფო მოხელე. წყარო: მოლოდინი: უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი: molodini.org; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო: scara.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.81; უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.73-74 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |