Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ კუდბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი 1958 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1970 წელს. სხვადასხვა დროს იყო ბათუმის სავაგონო დეპოს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხნის, მეტალურგიული ქარხნის მუშა, ზეინკალი; 1970 წლიდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, იყო აჭარის რადიომაუწყებლობის კომიტეტის კორესპონდენტი; ჟურნალ ''ჭოროხის'' პროზისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგედ. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 218; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.57 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |