The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კუპრეიშვილი

დავით კუპრეიშვილი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1983 წელს.

1976-1978წწ. ტრესტ "რუსთავგაზის" ზეინკალი; 1983-1984წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი; 1984-1990წწ. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წელს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მერაბ კოსტავას საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geparliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 220

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისია, თავმჯდომარის მოადგილე (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

გააზიარე: