შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ისრითი, ვანის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის ტექნოლოგიურ ინსტიტუტი 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1985 წელს. 1988 წელს დააარსა მოძრაობა "სამართლიანობა-სოლიდარობის" (ერთ-ერთი დამფუძნებელი), რომელიც მიმართული იყო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ; 1990 წელს იყო საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების საორგანიზაციო განყოფილების დასავლეთ საქართველოს ინსტრუქტორი; 1992 წელს თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე; პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ დატოვა ქვეყანა; 1996 წელს დაბრუნდა შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად; 2008 წლიდან არის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი; 2017 წლიდან "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი კომიტეტის წევრი და რეგიონალური მდივანი; 2018 წელს იყო "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი. წყარო: projects.1tv.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |