Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილო ჯიბლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1941 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც დაბრუნდა 1945 წლის ნოემბერში. 1946 წელს მუშაობა დაიწყო აჭარის ასსრ განათლების სამინისტროში ინსპექტორად; იმავე წლის ნოემბრიდან გადავიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში დეტალურად არის განხილული და ერთმანეთთან შედარებული ორი ქალაქის - ბათუმისა და ტუაფსეს მრეწველობა, განათლება, კულტურის კერები და საქალაქო მეურნეობა ეკონომიკურ-გეოგრაფიულ ჭრილში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1972). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. ბათუმისა და ქ. ტუაფსეს შედარებითი ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.331 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |