The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ჯიბლაძე

იოსებ ჯიბლაძე
Date of birth:15 September, 1909
Date of death:15 September, 1967  (at 58 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1932 წელს; 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა გეომორფოლოგიის სპეციალობით.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კეთედრის ასისტენტად; 1937-1955წწ. ჯერ უფროსი მასწავლებელი იყო, შემდეგ დოცენტი; 1937-1938წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ გეოგრაფიის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და სწავლულ მდივნად; 1949-1955წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი; 1937-1950წწ. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის გამგე. 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა შორის, აღსანიშნავია გეომორფოლოგიური ხასიათის შრომები. ავტორია მრავალი სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევისა და სტატიისა; თარგმნა სახელმძღვანელოები - მეხუთე კლასის "ფიზიკური გეოგრაფია" და მეშვიდე კლასის "სსრ კავშირის ფიზიკური გეოგრაფია". გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. მტკვრის გეომორფოლოგია მცხეთასა და სოღანლუღს შორის", დაიცვა 1948 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.331-332

Bibliography


Share: