The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნადეჟდა ჯიბუტი

ნადეჟდა ჯიბუტი
Date of birth:8 August, 1914
Date of death:19 June, 2003  (at 88 years)
Category:Geographer, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შუა განახლება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1936 წელს.

1937 წლიდან მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე. 1942-1949წწ. არჩეული იყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანად; 1949-1963წწ. გეოგრაფიის კათედრის გამგედ. კითხულობდა ლექციებს ზოგად დედამიწისმცოდნეობაში, ლანდშაფტმცოდნეობაში, ჰიდროლოგიაში, საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში და სხვ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის კურსი პროფ. ბორის დობრინინის ხელმძღვანელობით; 1946 წელს ქ. ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა აჭარის ტერიტორიის ბუნებრივ-ანთროპოგენურ ლანდშაფტებს. შემდეგში აგრძელებდა კვლევებს დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების შესასწავლად; ჩამოაყალიბა ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაცია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1949).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.332-333

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, პრეზიდიუმის საპატიო წევრი

Awards and Honors

  • სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი
  • სახალხო განათლების წარჩინებული მუშაკი

Bibliography


Share: