The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუმბერ ჯიშკარიანი

ჯუმბერ ჯიშკარიანი
Legal name:ვარლამ ჯიშკარიანი
Date of birth:15 June, 1938
Date of death:3 May, 2018  (at 79 years)
Category:Geographer, Scientist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი და მუშაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში ტექნიკოს-კარტოგრაფის თანამდებობაზე; ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1965 წელს.

სტუდენტობის დროს მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში და კვლევის შედეგები არაერთ კონფერენციას მოახსენა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1986 წლიდან - მეცნიერ თანამშრომელი; 1997-1999წწ. - კარსტოლოგია-სპელეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი მონაწილეობით შესწავლილია 300-ზე მეტი მღვიმე და უფსკრული, მათ შორის, აღსანიშნავია ახალი ათონის მღვიმე, რომლის პირველი გეგმაც მის მიერ არის შედგენილი. 1984 წელს ინსტიტუტის სპელეორაზმმა მისი ხელმძღვანელობით წყალტუბოში (ს. ყუმისთავი) აღმოაჩინა მღვიმე, რომელიც ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში. 1985 წელს მთავრობის საგანგებო დადგენილებით გადაწყდა მღვიმისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. მღვიმეების კეთილმოწყობის საქმეში დაგროვილი მდიდარი გამოცდილების გაცნობის მიზნით იგი 1999 წელს მიავლინეს აშშ-ში. მეცნიერის კვლევის სფერო იყო საქართველოს მღვიმე-უფსკრულების კვლევა, რის შესახებაც 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. დიდი წარმატებით მოღვაწეობდა ჟურნალისტიკის დარგში. რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში მას 500-ზე მეტი წერილი აქვს გამოქვეყნებული, რომლებიც მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გეოგრაფი, სპელეოლოგი, "პრომეთეს" (წყალტუბოს) მღვიმის ერთ-ერთი პირველ აღმომჩენი, ჟურნალისტი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.333-334; საქართველოს სპელეოლოგთა კლუბი: facebook.com

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • ფაზისის საერო აკადემია, წევრი
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოება, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • ქ. წყალტუბოს საპატიო მოქალაქე
  • სერგეი მესხის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

Bibliography


Share: