The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ჯორჯაძე

ქეთევან ჯორჯაძე
Date of birth:25 July, 1925  (100 years)
Category:Geographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1948 წელს.

საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იყო საზოგადოების სწავლული მდივანი. 55 წელი გაატარა გეოგრაფიის სამსახურში; 25 წელი აკადემკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის, 10 წელი აკადემიკოს თეოფანე დავითაიას გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტობის დროს მოღვაწეობდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა გეოგრაფიული საზოგადოების საველე ექსპედიციებში; 1945 წელს ივ. მარის ხელმძღვანელობით მოწყობილ სვანეთის ექსპედიციაში მონაწილეობდა, ხოლო 1949 წელს იმყოფებოდა გულის მყინვარზე ალპინისტებთან ალ. ჯაფარიძესა და მ. უთმელიძესთან ერთად. არაერთხელ იყო საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების ყრილობის დელეგატი; მონაწილეობდა გეოგრაფიული სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მუშაობაში. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სწავლული მდივანი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.334-335; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი

Share: