The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ბაქანიძე

დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:2002  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერია, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1957-1983წწ. ცხოვრობდა ქ. ალმა-ათაში; 1957 წლიდან მუშაობდა ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის ფოლოსოფიისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ - უმცროს, შემდეგ - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ბოლოს სექტორის გამგედ; 1983 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. მისი მეცნიერული კვლევის მიმართულებანი იყო ლოგიკის, შემეცნების თეორიის, დიალექტიკის პრობლემები. მამია ბაქანიძის აზრით, მსჯელობა არის აზროვნების უმარტივესი ფორმა, რის გამოც იგი ლოგიკური ფორმების კლასიფიკაციის ამოსავალია. წინააღმდეგობის კატეგორიას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მეცნიერული აზროვნების ყველა დარგში. წინააღმდეგობის ცნებაზეა აგებული დიალექტიკური ლოგიკა, რომელიც იმავე დროს ცოდნის ლოგიკას წარმოადგენს. ქ. ალმა-ათაში დაიბეჭდა მისი წიგნები: «Проблема субординации логических форм» (Алма-Ата, 1968); «Проблемы логики и диалектики познания» (თანაავტორი, Алма-Ата, 1963); «Принцип противоречия в современной науке» (თანაავტორი, Алма-Ата, 1975); «Роль принципа конкретности в современной науке» (თანაავტორი, Алма-Ата, 1976); «Принцип противоречия в социальном познании» (თანაავტორი, Алма-Ата, 1982); «Диалектическая логика: формы и методы познания» (თანაავტორი, Алма-Ата, 1987). 1967-1982 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომების ციკლისათვის "მატერიალისტური დიალექტიკის ძირითადი პრინციპების კვლევა და მათი როლი მეცნიერულ შემეცნებაში" (კოლექტიური ნაშრომი)  მიღებული აქვს ყაზახეთის სახელმწიფო პრემია. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.27-28


გააზიარე: