The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი გულისაშვილი

ლალი გულისაშვილი
Date of birth:10 April, 1955
Date of death:28 January, 2022  (at 66 years)
Category:Scientist, Educator, Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გიორგიწმინდა, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს.

პირველი ლექსები უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა; შემდეგ კი – ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში; 1977 წელს მუშაობა დაიწყო ლიტერეტურის ინსტიტუტში; მასწავლებლობა დაიწყო 1984 წელს გურამ რამიშვილის ე.წ. "გერმანულ სკოლაში" იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1997-2005წწ. იყო მე-6 გიმნაზიის დირექტორი; იბეჭდება ჟურნალ "ცისკარში", "ჩვენს მწერლობაში", "უნივერსიტეტის გაზეთში", "პირველ სხივში", კრებულში "პოეზია", "კლდეკარში", "ლიტერატურულ საქართველოსა" და "ლიტერატურულ გაზეთში"; გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "დაბრუნება ძველ სახლში" (1985), "საგაზაფხულო ლოცვა" (1989), "შვილს" (2017). მის ლექსებზე დაწერილია სიმღერები; ნანა ჯანელიძის კინოფილმისთვის "იავნანა" (1994)  მისი სიმღერებია:"იავნანა" და "შობის გალობა" (ცისკრის ალილო); ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "მეოცე საუკუნის ათიანი წლების ლიტერატურული კრიტიკა", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: armuri.georgianforum.com; kvira.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.392

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: