The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ლომინაძე

გივი ლომინაძე
Date of birth:10 April, 1940
Date of death:6 January, 2019  (at 78 years)
Category:Lawyer, Politician, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა დონის როსტოვის (რუსეთის ფედერაცია) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1965 წელს.

1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მაღალ თანამდებობებზე: 1968-1973წწ. გაგრის შს განყოფილების უფროსი გამომძიებელი; 1973-1976წწ. აფხაზეთის შსს განყოფილების უფროსი; 1977-1980წწ. თბილისის შსს ქვეგანყოფილების უფროსი; 1980-1988წწ. საქართველოს შსს განყოფილების უფროსი; 1986-1987წწ. შს სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1988-1989წწ. შს მინისტრის პირველი მოადგილე; 1989-1992წწ. აფხაზეთის შს მინისტრი; 1993-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 1994-1995წწ. სახელმწიფო მინისტრი დასავლეთ საქართველოში; 1993-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქარტია 91"საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი აფხაზეთიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 1996 წლიდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. დაჯილდოებულია მრავალი მედლითა და ორდენით. პოლიციის გენერალ-მაიორი (1990), სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 226; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.305;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.417;  სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -86-89გვ.

Member of Organizations

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეროვნული თანხმობის ხელშემწყობი დროებითი საპარლამენტო კომისია, თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", თავმჯდომარე (1999-2004)

Awards and Honors

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული იურისტი
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

Share: