შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ბიჭაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვაცხუთი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1982 წელს; 1985 წელს - ასპირანტურა თეორიული ფილოსოფიის განხრით. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ანალიტიკური (ლინგვისტური) და პოლიტიკური ფილოსოფია. იგი ავტორია მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიცისტური წერილისა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997). სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამეტყველო მოქმედების ანალიტიკური თეორია", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.36; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.545; სემიოტიკა: semioticsjournal.wordpress.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |