შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ბრაჭული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1980 წელს. 1984-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის ლაბორანტი; 1988-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ფილოსოფიის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერთანამშრომელი; 2004-2005წწ. - ფილოსფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2008წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2008-2009წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი; 2009-2012წწ. - ასოცირებული პროფესორი. მუშაობს ესთეტიკის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური მენტალიტეტის, თეოლოგიისა და ჰერმენევტიკის საკითხებზე. გამოქვეყნებლი აქვს მეცნიერული სტატიები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა: " ესთეტიკური ღირებულების პრობლემა", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზეკაცის მსოფლმხედველობა (ჰერმენევტიკის ენერგეტიკული პარადიგმები)", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.39; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |