Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ ბრეგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელია; 1986 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას. მუშაობს თბილისის ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტის დეკანად. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფეროა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, გნოსეოლოგია, ეთიკა, ესთეტიკა. იგი ერთმანეთისაგან ასხვავებს სულსა და გონს, სხეულსა და ტანს. ადამიანის არსს ხედავს გონით მოღვაწეობაში, საგნებისაგან საკუთარი თავის დისტანცირებაში. ადამიანის შემეცნების სპეციფიკურ მეთოდად თვლის გაგებას, თუმცა, არც აღწერასა და ახსნას უარყოფს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.39-40 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |