შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ბრეგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელია; 1986 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას. მუშაობს თბილისის ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტის დეკანად. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფეროა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, გნოსეოლოგია, ეთიკა, ესთეტიკა. იგი ერთმანეთისაგან ასხვავებს სულსა და გონს, სხეულსა და ტანს. ადამიანის არსს ხედავს გონით მოღვაწეობაში, საგნებისაგან საკუთარი თავის დისტანცირებაში. ადამიანის შემეცნების სპეციფიკურ მეთოდად თვლის გაგებას, თუმცა, არც აღწერასა და ახსნას უარყოფს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.39-40 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |