Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბერი ანდრია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. სწავლობდა ტექნიკურ სასწავლებელში და პარალელურად რადიოქარხანაში მუშაობდა; იყო ჩემპიონი კარატესა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, იმსახურა ჯარში. 1992 წლის 3 აპრილს პაატა ყურაშვილი ბერად აღკვეცეს და ანდრია პირველწოდებულის პატივსაცემად ანდრია უწოდეს. იმავე წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. ამის შემდეგ მამა ანდრია ასკეტურად ცხოვრობდა. სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანეს და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ კამანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დაინიშნა. მოკლეს სეპარატისტებმა გიორგი (იური) ანუასთან ერთად. მამა ანდრიას სხეული 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი "სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის". წყარო: საზოგადოებრივ - რელიგიური ინტერნეტ - ჟურნალი: ambioni.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |