Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანო ნასიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1984-1986წწ. სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1991-1995წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1998 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის გენეტიკის დეპარტამენტში (ლაიფციგი, გერმანია). 2008 წელს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. გარდაიცვალა 2012 წელს ლაიფციგში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კავკასიის პოპულაციების გენეტიკური ისტორიის შესახებ. ივანე (ვანო) ნასიძე იყო კავკასიის რეგიონში ადამიანთა პოპულაციების მოლეკულური ანთროპოლოგიის მკვლევარი, გენეტიკოსი. კომპოზიტორ სულხან ნასიძის შვილი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადამიანის კავკასიური პოპულაციების გენეტიკური მრავალფეროვნება" (დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.115; geonecropol.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |